суббота, 1 октября 2016 г.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის, ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული. კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს. რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი. შევქმნით ფასილიტაციის მასალებს გაზეთის სახით.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში. ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელმა მოდულმა დამანახა თუ რამდენად საჭირო იყო ჩემი თვალით დამენახა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და რამდენად მიესადაგებოდა ჩემ მიერ ჩამოყალიბებული რუბრიკა მოსწავლის ნაშრომის შეფასებას.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ამ მოდულმა დაგვანახა რომ საავტორო უფლებები დაცული უნდა იყოს, რათა ნაშრომი იყოს დაცული და მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება.
დრაივზე მოვამზადეთ ფაილი ბლოგზე გადასატანად. შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე.

გურულების ყოფა-ცხოვრება ძველად და ახლა.